weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2019

სახელმწიფო ელექტროსისტემაში 3 წელში 12 მილიონი ლარი პრემია გაიცა, ზარალი 76 მილიონი იყო

22:05 პარასკევი, 04 ოქტომბერი 2019 hits 1211
ფოტოზე სულხან ზუმბურიძე ფოტოზე სულხან ზუმბურიძე

2014 – 2017 წლები სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა ზარალით, რაც ჯამში 76 708 726 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში. 2014 – 2017 წლებში კომპანიის ხელმძღვანელი სულხან ზუმბურიძე იყო.

ამასთან, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ სამწლიან პერიოდში კომპანიაში 12 მილიონ ლარზე მეტი პრემია გაიცა, რაც აუდიტის შეფასებით, პრემირების წესის მოთხოვნების შეუსაბამოდ მოხდა.

„რამდენადაც კომპანიის წმინდა ფინანსური შედეგები ოთხივე წლის შემთხვევაში უარყოფითია, კომპანიას აღნიშნული პრემიების გაცემის უფლება არ ჰქონდა“, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ აქციათა 100%-ს სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს. ელექტროსისტემა ქვეყნის მასშტაბით ექსპლოატაციას უწევს 3350 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 90 ქვესადგურს.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ელექტროსისტემის დავალიანება სახელმწიფოს მიმართ ნახევარ მილიარდ ლარს აჭარბებდა.

 

ამ თემაზე:

ელექტროსისტემის ხელმძღვანელმა ერთ წელში 341 700 ლარი ხელფასი მიიღო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]