weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აბასთუმნის ცაზე საჰაერო მარშრუტების კორექტირებას მხარი დავუჭირეთ – თურნავა

13:24 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო მარშრუტების მცირედი კორექტირება მოხდა, თუმცა სახელმწიფოს ამით ფინანსური ზარალი არ მიადგება.

„აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა, 100 წლის წინ მისი სწორედ აბასთუმანში განთავსების არის ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო. ის მაღალი ხარისხით იძლევა იმის საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს.

აქედან გამომდინარე, როდესაც მოგვმართა ჩვენ, საჰაერო ადმინისტრაციას, აბასთუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება, ასე ვთქვათ, საჰაერო მარშრუტების და აქ არ არის არანაირად საუბარი საერთაშორისო მარშრუტებზე, დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო, თან იმგვარად, რომ არც ერთი თეთრი არ იკარგება ამითი და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არც ერთი საერთაშორისო საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან და რასაკვირველია, ჩვენ ამას დავუჭირეთ მხარი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და საქართველოშიც მიღებულია: „მაგალითად, კახეთში როდესაც სეტყვის საწინაარმდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას. სხვადასხვა ნავთობტერმინალის თავზე წესდება დროდადრო. ასე რომ, განსაკუთრებული აქ არაფერია. მთავარია, ეს უნიკალური სამეცნიერო კერა, ობსერვატორია განვითარდეს“.

ოფიციალური ინფორმაციით, აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ობსერვატორიამ მიმართა.

ცოტა ხნის წინ ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოეყო და განათლების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ყალიბდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]