weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ონლაინ გაყიდვები არ აგვიკრძალავს, სჭირდება პირობების დაცვა და ნებართვა - გახარია

11:39 ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020

„არავის არ აუკრძალავს ონლაინ გაყიდვები, მაგრამ პასუხისმგებლობა იმაზე, რომ მივიდეთ მაინც ჯანდაცვის სამინისტროში ან დაავადებათა კონტროლის ცენტრში, დავინტერესდეთ რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი თანამშრომლებისა და ჩვენი კლიენტების ჯანმრთელობის უსაფრთხოება დავიცვათ, ამის შემდგომ მივიდეთ შესაბამის შტაბში და მივიღოთ მუშაობის ნებართვა, არანაირი პრობლემა აქ არ არსებობს და ვერ იარსებებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ონლაინ შესყიდვებზე საუბრის დროს განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობის ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები და გადავიდეთ მომსახურების დისტანციურ ფორმებზე.

„ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, მომსახურების სფერო არის ის სფერო, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანები მოძრაობენ, როგორც „ბექში“, ასევე ყველაზე მეტი შემხებლობა აქვთ კლიენტთან, ჩვენს მოქალაქესთან. ამიტომ, აქ, სახელმწიფოზე დაკისრებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, ისევე, როგორც ბიზნესის პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ელემენტარული პროცესების და უსაფრთხოების პირობების დაცვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ყველა ის კომპანია, რომელიც ამ პირობებს დაიცავს, პირადად მე ვიძლევი გარანტიას, რომ უახლოეს პერიოდში, დღეებში მიიღებს მსგავსი საქმიანობის გაგრძელების ნებართვას.

საერთოდ, ჩვენ ამ მძიმე საკარანტინო პირობებზე ვსაუბრობთ, რაღაც შეზღუდულ პერიოდზე. ჩვენ ხომ ყველას კარგად გვესმის, ჩვენი ფინანსური რეზერვი არ არის დიდი, ჩვენ არ ვართ, სამწუხაროდ, არც ბრიტანეთი და არც გერმანია, რომ თვეები ვაფინანსოთ ჩვენი მოქალაქეების სამწუხაროდ სახლში ჯდომა. ჩვენ ყველას ერთად, რამდენადაც გამომწვევი არ უნდა იყოს ეს სიტუაცია, მოგვიწევს შრომის დაწყება და ეს პერიოდი დადგება ძალიან მალე“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ონლაინ გაყიდვები, გარდა საკვები პროდუქტების მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“). ონლაინ გაყიდვების შეჩერების შესახებ ინტერნეტ მაღაზიებმა, მათ შორის მათ, რომლებიც ტექნიკით ვაჭრობენ, განცხადებები გუშინ გამოაქვეყნეს.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა.

საქართველოში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5550 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]