weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში საკვების მიტანის მომსახურების გარდა ონლაინვაჭრობა აიკრძალა

19:51 ოთხშაბათი, 01 აპრილი 2020

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 მარტის N204 დადგენილებით, შეიზღუდა ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ონლაინვაჭრობა, გარდა საკვები პროდუქტების მიტანის მომსახურებისა (ე.წ. „დელივერი სერვისი“).

ონლაინ გაყიდვების შეჩერების შესახებ ინტერნეტ მაღაზიებმა, მათ შორის მათ, რომლებიც ტექნიკით ვაჭრობენ,  განცხადებები დღეს გამოაქვეყნეს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა.

საქართველოში კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული 23 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5783 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]