weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მიმღებთა წრე გაფართოვდება

18:00 ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020
ფოტოზე ზაალ მიქელაძე ფოტოზე ზაალ მიქელაძე

საზღვარგარეთ დასაქმებული მოქალაქეები, მათ შორის აჭარის მცხოვრებლები, რომლებიც საზღვრის დაკეტვამდე თურქეთში სამუშაოდ გადადიოდნენ, სახელმწიფოსგან ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში აისახება.

„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და მთავრობის მიერ გაზიარებული იქნა ჩვენი ინიციატივა, რომელიც ქვეყნის გარეთ თვითდასაქმებულებს ეხებოდა. თუ როგორ გაიწერა, რა ვალდებულებებია, ანუ რა დოკუმენტი უნდა წარადგინონ დასაქმებულებმა - გარწმუნებით, ეს იქნება გამარტივებული წესით“, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ აჭარის ტელევიზიასთან.

მისივე თქმით, მხოლოდ აჭარის შეთხვევაში ასეთი 30 ათასი მოქალაქეა.

დღესვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მთავრობამ გააფართოვა ბენეფიციართა წრე და იზრუნებენ მათზეც, ვინც საქმდებოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში სეზონურ სამუშაოებში.

„უკვე შევიდა დადგენილებაში ცვლილებები, რითიც ამ ადამიანებსაც მიეცემათ საშუალება, რომ მიიღონ სოციალური დახმარება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მოქალაქეები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამდე სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები, ბათუმში პერიოდულად მართავდნენ აქციებს. ისინი ან საზღვრის გახსნას ან 300-ლარიანი კომპენსაციის მიღებას ითხოვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]