weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თურქეთში დასაქმებულებმა ბათუმში მორიგი აქცია გამართეს

17:15 ოთხშაბათი, 17 ივნისი 2020
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს მოქალაქეებმა, რომლებიც COVID-19-ის პანდემიამდე სამუშაოდ თურქეთში გადადიოდნენ, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი, რამდენიმე თვეა შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ისინი სახელმწიფოსგან ვერც თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილ 300-ლარიან ერთჯერად კომპენსაციას იღებენ.  

„ან საზღვარი გაგვიხსნან, ან კომპენსაცია მოგვცენ“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები ამბობენ, რომ შემოსავლების სამსახურში თვითდასაქმებულის ცნობას ვერ წარადგენენ, თუმცა პანდემიამდე საქართველო-თურქეთის საზღვრის კვეთა ყოველდღიურად უფიქსირდებოდათ და ამიტომ სახელმწიფოს მათი იდენტიფიცირება შეუძლია.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი​ს უფროსი კახა შაშიკაძე შეხვდა. მისი თქმით, უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარების საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთა ერთად მუშაობენ.

„ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების და მით უმეტეს, რეგიონის ხელისუფლების გადასაწყვეტი. სანამ აქციის მონაწილეებს შევხვდებოდი, მქონდა კონსულტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან და საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით და როგორ მოხდება მათი დახმარება“, – განაცხადა შაშიკაძემ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, უმუშევრად დარჩენილმა მოქალაქეებმა აქცია უკვე მეოთხედ გამართეს.

 

ამ თემაზე:

თურქეთის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა, ავღანელებმა და უზბეკებმა ჩაანაცვლეს – მედია

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]