weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Lufthansa მიუნხენის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს აგვისტოდან შეასრულებს

12:46 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით აგვისტოდან კვირაში ორ რეისის განახორციელებს. როგორც დღეს გახდა ცნობილი, გერმანიის მოქალაქეებისთვის საქართველო საზღვრებს ხსნის. მათ საქართველოში ნებისმიერი სახის ვიზიტით ჩამოსვლა მხოლოდ პირდაპირი ავიარეისებით შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ იმ ქვეყნების (გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი) მიმართულებით, რომლებთანაც უპირობოდ ხსნის საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან, მათ შორის AirBaltic-სა და AirFrance-თან.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი - ვარშავა, 15 ივლისი - ბარსელონა, 17 ივლისი - რომი, 22 ივლისი - პარიზი, 28 ივლისი - ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.

კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები („აირზენა“) ვენის, ამსტერდამისა და თელავივის მიმართულებით.

მთავრობის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში, ერთჯერადად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]