weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ამ დავას სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს – თურნავა კონსორციუმის სარჩელზე

18:33 ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საარბიტრაჟო სარჩელს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს და წარმოადგენს მცდელობას, საქართველოს მთავრობას ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელი შეუშალოს.

თურნავას განცხადებით, ანაკლიის კონსორციუმთან 2015 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, საქართველოს უკვე უნდა ჰქონდეს მოქმედი ანაკლიის პორტი.

„კონსორციუმმა, სამწუხაროდ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში,  სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას. პირველ რიგში,

ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე, ეს არის პოლიტიზების მცდელობა აღნიშნული საკითხის და ასევე მცდელობა, ხელი შეგვიშალოს მთავრობას ახალი ინვესტორის მოძიებაში.

ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ, ვმუშაობთ საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებაზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

დღეს, 30 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და კონსორციუმის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ჰოლანდიელმა ბიზნესმენმა ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ ორი საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. კონსორციუმმა საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში (ICC) შეიტანა, ხოლო ბობ მეიერმა - საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID).

სარჩელებით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება, რაც მილიარდ დოლარს აღემატება. მომჩივანი მხარეების განცხადებით, ეს თანხა მოიცავს დანაკარგს, რომელიც, მათივე თქმით, „პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიის პორტის პროექტისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]