weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

სემეკი ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საკითხზე ხვალ იმსჯელებს

15:38 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020
ფოტოზე დავით ნარმანია ფოტოზე დავით ნარმანია

ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის საკითხზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ხვალ, საჯარო სხდომაზე იმსჯელებს. ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.

„სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი. ყველა ძირითადი პარამეტრები ჩვენ ხელთ გვაქვს. კომისია ხვალ, კომისიის სხდომაზე იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიანი და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე“, – განაცხადა ნარმანიამ ჟურნალისტებთან.

საქართველოს ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის მოსაზრებით, ელექტროენერგიის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს. როგორც მან განაცხადა, ზუსტი ციფრები ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩემი პირველადი პროგნოზით, შეიძლება ითქვას, რომ ტარიფი რეალურად მართლაც განიცდის კორექტირებას და შეიძლება განიცადოს ზრდის მხრივ. ამის გამომწვევი ძალიან ბევრი მიზეზია, აბსოლუტურად ობიექტური მიზეზები, რომლებიც დღეს ენერგეტიკაშია, თუმცა აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა ყველა ის პოზიცია, რომელიც მომხმარებელთა ინტერესების თვალსაზრისით გავაჟღერე და რაც მომხმარებელთა ინტერესებს უპირატესად დაიცავს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ითხოვს. როგორც კომპანია აცხადებს, ტარიფის გაზრდა გარდაუვალია. ცვლილების შემთხვევაში, ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის იანვრიდან შევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]