weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

ვაქცინირებული ადამიანები ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფია მწვანე აჭარაში ჩასაყვანად – თურნავა

13:37 პარასკევი, 29 იანვარი 2021

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან, რეგულარული ფრენების აღდგენის პარალელურად, უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში შემოსვლას ყოველგვარი პირობის გარეშე შეძლებენ.

„ვითვალისწინებთ, რომ ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მსოფლიოში იზრდება და ეს არის ჩვენი პირველი სამიზნე ჯგუფი თუნდაც მწვანე აჭარაში ჩასაყვანად“, – განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება არავაქცინირებული ვიზიტორებს, ნათია თურნავას თქმით, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, რომელიც ამ ქვეყნებიდან შემოვლენ საქართველოში, შესაძლებლობა ექნებათ საზღვარი ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხით გადმოკვეთონ და მესამე დღეს კიდევ ერთი ტესტი გაიკეთონ.

მთავრობა მიმართავს ავიაკომპანიებს, თვითმფრინავში არ დაუშვან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომელთაც არ ექნებათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი ან კოვიდვაქციინის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ შემდეგი კვირიდან ძალიან აქტიურად, ჩვენი ტურიზმის აქტიური ჩართულობით დავიწყოთ შეხვედრები ტუროპერატორებთან, სასტუმროებთან, ტურისტული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან, რომ გავაცნოთ მათ ეს ახალ წესები. გადავინაწილოთ პასუხისმგებლობები და ვიცი, რომ ისინი ამას გაგებით ეკიდებიან, პირიქით მონაწილეებიც არიან ამ რეკომენდაციების შემუშავების და დავიწყოთ ფიქრი, თუ სწრაფად როგორ შემოვიყვანოთ საქართველოში უცხოელი მოქალაქეების პირველი ჯგუფები, ვისაც სურთ, დაათვალიერონ საქართველო. ამისთვის ჩვენ ეტაპობრივად, დადებითობის მაჩვენებლის მიხედვით, ვხსნით სხვადასხვა რეგიონს. ამ ეტაპზე ეს არის აჭარა და მივიჩნევთ, რომ ეს აირს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია ჯერ არ არის დამარცხებული“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოში შემოსვლის წესი მარტივდება საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. ნათია თურნავას თქმით, პირველი თებერვლიდან მათ ექნებათ არჩევანის უფლება - შემოვიდნენ ქვეყანაში ნეგატიური PCR ტესტით და ძველებურად 8-დღიან თვითიზოლაციაში გადაინაცვლონ, ან თვითიზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს, საკუთარი ხარჯით კიდევ ერთი PCR ტესტი ჩაიტარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]