weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ნამოხვანის ჰესების კასკადის ინვესტორი კომპანიის საწყობის ნაწილი დაიწვა

18:31 ორშაბათი, 01 თებერვალი 2021

ნამოხვანის ჰესების კასკადის ინვესტორი კომპანია „ენკას“ საწყობს, რომელიც გუმათჰესის დასახლებაშია განთავსებული, ცეცხლი გაუჩნდა. კომპანია აცხადებს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია. საწყობში ტექნიკა ინახებოდა. კომპანიის ინფორმაციით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით.

ორი დღის წინ, კომპანია „ენკამ“, რიონის ხეობაში ნამოხვანის ჰესების კასკადის წინასამშენებლო სამუშაოები პოლიციის ძალით განაახლა.

პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ, სოფელ ჟონეთში, დაახლოებით სამი თვის წინ გაშლილი კარვები, აქციის მონაწილეებს კი საპროტესტო ადგილი დაატოვებინეს იმ საბაბით, რომ ტერიტორია ინვესტორი კომპანიის საკუთრებაშია. იმავე ღამეს დემონტაჟი გაუკეთეს კაშხლის მშენებლობის ადგილზე, 2020 წლის 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებისა და სასულიერო პირების მიერ ერთობლივად აღმართულ ჯვარსაც. 

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშნებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ და კვლავ ითხოვენ, რომ „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი თქვას. სოფელ ჟონეთში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი 7 თებერვალს, კვირას, 13:00 საათზე.

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტორმა კომპანიამ საქმიანობა კანონიერად განაახლა და ნამოხვანჰესის პროექტის განხორციელებას სახელმწიფო მხარს უჭერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]