weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გამოდის, რომ იმპორტს ლობირებენ – თურნავა „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებზე

10:42 კვირა, 07 თებერვალი 2021

„პროექტს ეწინააღმდეგება სხვადასხვა ადამიანი, მათ შორის ჩვენი ტრადიციული ოპონენტები, ვინც ეწინააღმდეგება ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გარემოსდაცვითი ლოზუნგების ეგიდით, მაგრამ რეალურად გამოდის, რომ იმპორტს ლობირებენ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებით.

თურნავას თქმით, პროექტის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც „ნამოხვანჰესზე“ ცრუ ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ პოლიტიკური ან მერკანტილური მოტივაციით.

„ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს – ან ჩვენი საკუთარი ჰიდროენერგია, ან გარედან შემოტანილი იმპორტი. ამიტომ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, ვის წისქვილზე ვასხამთ წყალს, საიდან შემოგვდის ელექტროენერგია. საქართველოს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ იყოს აბსოლუტურად დამოუკიდებელი ენერგეტიკულად და თავისი ძლიერი სიტყვა თქვას მთლიანად რეგიონში, იყოს ექსპორტიორი და არა იმპორტიორი.

არსებობს ადამიანების ჯგუფი, ვინც პოლიტიკური ან მერკანტილური მოტივაციით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. არიან ისეთი ადამიანებიც, ვინც ინფორმაციის ნაკლებობის გამო გულწრფელად ეწინააღმდეგება პროექტს და ფიქრობენ, რომ ეს არ არის სასიკეთო. ამ ადამიანებთან ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას.

მართლაც უამრავი კვლევა გაკეთდა, სეისმოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროექტია, გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც უსაფრთხოა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის აშენებაზე ნებართვა სახელმწიფოსგან კომპანია „ენკა რინიუებლზს“ აქვს მიღებული. მან წინასამშენებლო სამუშაოები პოლიციის ძალით ერთი კვირის წინ განაახლა. პოლიციის თანამშრომლებმა დაშალეს ჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ, სოფელ ჟონეთში, დაახლოებით სამი თვის წინ გაშლილი კარვები, აქციის მონაწილეებს კი საპროტესტო ადგილი დაატოვებინეს იმ საბაბით, რომ ტერიტორია ინვესტორი კომპანიის საკუთრებაშია. იმავე ღამეს დემონტაჟი გაუკეთეს კაშხლის მშენებლობის ადგილზე, 2020 წლის 29 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებისა და სასულიერო პირების მიერ ერთობლივად აღმართულ ჯვარსაც.

ნამოხვანის ჰესების კასკადის მშნებლობის მოწინააღმდეგეები პროტესტს აგრძელებენ და კვლავ ითხოვენ, რომ „ენკამ“ რიონის ხეობა დატოვოს, ტექნიკა გაიყვანოს და პროექტის განხორციელებაზე უარი თქვას.

სოფელ ჟონეთში საპროტესტო აქცია დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.

 

ამ თემაზე:

NGO-ები მოითხოვენ, საფრთხეების შეფასებამდე ნამოხვანჰესის სამუშაოები შეჩერდეს

576 ჰექტარი 16 ლარად, 99 წლით - რიონის ხეობა ნამახვანჰესის კომპანიას გადასცეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]