weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები აღდგა

10:54 პარასკევი, 12 თებერვალი 2021

დღეიდან, 12 თებერვლიდან, ნატახტრის აეროპორტიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები განახლდა. თებერვალ-მარტში რეგულარული რეისები მცირე ზომის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

მესტიის მიმართულებით ავიარეისი იქნება ყოველ პარასკევს, 10:00 საათზე, ხოლო მესტიის აეროპორტიდან ნატახტრის მიმართულებით ამავე დღის 12:00 საათზე. ამბროლაურის მიმართულებით ფრენები კვირაში ორჯერ – პარასკევსა და კვირას შესრულდება. ნატახტარი-ამბროლაურის რეისი 15:30 საათზეა დანიშნული, ხოლო ამბროლაური-ნატახტრის – 16:35 საათზე.

ავიაბილეთის ღირებულება მესტიის მიმართულებით ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს, ამბროლაურის მიმართულებით – 50 ლარს. სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება. სამ წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე.

მგზავრებს მოეთხოვებათ როგორც ტერმინალში, ასევე საჰაერო ხომალდზე პირბადის ტარება.

ნატახტრისა და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები დეკემბრის შუა რიცხვებში შეწყდა. როგორც ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia-ში აცხადებდნენ, ეს გადაწყვეტილება მგზავრთა სიმცირის გამო მიიღეს.

შიდა ფრენების აღდგენის მიუხედავად, მესტიის მუნიციპალიტეტში კვლავ გაჩერებულია სათხილამურო ინფრასტრუქტურა და არ მუშაობენ სასტუმროები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]