weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პრემიერი არის პრობიზნესური, ჯან-ღონით სავსე, განათლებული და კარგი ოჯახი აქვს – პაპაშვილი

18:18 ოთხშაბათი, 31 მარტი 2021

„შეხვედრაზე წარმოდგენილი ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ლარის კურსი ნომერ პირველი პრობლემაა ამ წუთას. პრემიერი მხარს უჭერს ლარის სტაბილურობას“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ.

პაპაშვილის თქმით, ლარის კურსს შველის ის, რომ ღარიბაშვილი პრობიზნესურია, განათლებულია და კარგი ოჯახი აქვს.

„პირველი შეხვედრა იყო პრემიერთან და ყველაზე მთავარი მესიჯი, რაც საზოგადოებამ ნახა, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი არის პრობიზნესური. ტაში, ტაში. ჩვენ ეს ვიცოდით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის. პანდემიის გამო ქვეყანასა და მსოფლიოში ახლა ისეთი კრიტიკული, გარდამტეხი სიტუაციაა, ის მოტივიც კი...

ის, რომ ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესური ვარ, ის, რომ ადამიანი ახალგაზრდაა, ჯან-ღონით სავსეა, განათლებულია და რაც მთავარია, კარგი ოჯახი აქვს, არის ყველაფერი. ზუსტად ეს შველის ლარის კურსს“, – განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.

პაპაშვილის თქმით, შეხვედრას დაახლოებით 15 ადამიანი ესწრებოდა და ყველა კმაყოფილია.

„თანხვედრაა ამ ხედვების, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას. თვითონ პრემიერი თავის საქმეს როგორ დაგეგმავს, არ ვიცი, მაგრამ ვიცით, რომ საბჭოს შექმნის ამა თუ იმ მიმართულებებით. ვთქვათ, სოფლის მეურნეობის საკითხები როცა იქნება, ჩავერთვებიც ჩვენც და კონკრეტულ საკითხებზე ვიმსჯელებთ. შევთანხმდით, რომ უტოპიურ გეგმებზე არ იქნება საუბარი“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი დოლართან მიმართებით დღეს კიდევ 3.46 თეთრით გაუფასურდა. დღვანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]