weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში დასასაქმებელთა კვოტა საქართველოსთვის 5000-მდე გაიზარდა

13:04 პარასკევი, 02 აპრილი 2021

2021 წელს გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე დასაქმებას საქართველოს 5000 მოქალაქე შეძლებს, ნაცვლად 500-სა. გერმანიის სურსათისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმციით, ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

„ქართული მხარის დიდი ინტერესის გამო, კვოტა შეიცვალა. 2021 წლის მოსავლის სეზონისთვის 5000 სეზონური მუშაკი შეძლებს საქართველოდან გერმანიაში ჩამოსვლას. პირველი სეზონური მუშაკების ჩამოსვლა მოსალოდნელია მაისის დასაწყისში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაახლოებით ორი კვირის წინ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებდნენ, რომ გერმანული მხარისგან 350-მდე ვაკანსია იყო მოწოდებული, გერმანიაში დასაქმების სურვილი კი 97 436 ადამიანს ჰქონდა გამოთქმული.

გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს. პროგრამა სეზონურ სამუშაოებზე მაქსიმუმ სამი თვით დასაქმებას გულისხობს და სხვადასხვა მოსავლის აღებას ითვალიწინებს. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღით და დღეში 8-10 საათით განისაზღვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობაა 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე – https://workabroad.moh.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.

შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა: გამგზავრებამდე – პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში); მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება; ჯანმრთელობის ცნობა; ტესტირება „კოვიდ-19-ზე“. გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში – საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების (დაახლოებით 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]