weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში 350-მდე ვაკანსიაზე საქართველოდან დასაქმება 97 436 ადამიანს სურს

11:34 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების მიზნით, სპეციალურ პორტალზე სულ 97 436 ადამიანი დარეგისტრირდა. როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ, გერმანული მხარისგან პირველ ეტაპზე 350-მდე ვაკანსიაა მოწოდებული.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა განაცხადა, რომ ვაკანსიების ნაწილზე შერჩევა უკვე დასრულდა, გერმანელებისგან საბოლოო პასუხი მიღებულია და საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან. გიორგი ბუნტურის განმარტებით, ამავე პერიოდისთვის იქნება ცნობილი, პირველ ეტაპზე რამდენი ადამიანი გაემგზავრება.

გერმანიაში დროებით, ლეგალურად დასაქმების პროგრამაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან მიმდინარეობს.

პროგრამა სეზონურ სამუშაოებზე მაქსიმუმ სამი თვით დასაქმებას გულისხობს და სხვადასხვა მოსავლის აღებას ითვალიწინებს. სამუშაო დრო კვირაში 5-6 დღით და დღეში 8-10 საათით განისაზღვრება. მინიმალური ხელფასის ოდენობაა 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე – https://workabroad.moh.gov.ge/ გადის. სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი: 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთ წევრს შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას დამსაქმებელი განსაზღვრავს.

შერჩეულ კანდიდატს მოუწევს შემდეგი ხარჯების დაფარვა: გამგზავრებამდე – პასპორტის აღების ღირებულება (ბიომეტრული პასპორტის არქონის შემთხვევაში); მგზავრობის/თვითმფრინავის ბილეთის ღირებულება; ჯანმრთელობის ცნობა; ტესტირება „კოვიდ-19-ზე“. გერმანიაში ცხოვრების ხარჯები თვეში – საცხოვრებელი (200-300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ; კვების (დაახლოებით 300 ევრო), თუ დამსაქმებელი არ ფარავს სრულად ან ნაწილობრივ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]