weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ – თურნავა

22:50 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, კორონავირუსის გამო დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ამ ეტაპზე, მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ დღეს ვახერხებთ ძალიან რთული ამოცანის ამოხსნას. შარშან ასეთ დროს, როცა ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალი იყო, ვარეგულირებდით ამას ბიზნესების საკმაოდ მკაცრი ჩაკეტვით. წელს ჩვენ იგივე ამოცანას, ანუ ეპიდსიტუაციის მართვას, ვაკეთებთ ჩაკეტვების გარეშე. ამ ეტაპზე ახალ შეზღუდვებს არ უნდა ველოდოთ. უქმეების გამოცხადებამ და საქალაქო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვამ მობილობის შემცირების კუთხით იმუშავა. ამ ეტაპზე რაიმე დიდ შეზღუდვებს ბიზნესში არ ვაწესებთ და ვცდილობთ, რომ ამის გარეშე გავიდეთ“, – განაცხადა თურნავამ.

დღეს, 5 მაისს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული 27 648 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 2171 შემთხვევა დადასტურდა. აქედან ყველაზე მეტი – 1359 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. დილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 15 148 მიმდინარე აქტიური შემთხვევა იყო.

 

ამ თემაზე:

კორონავირუსის შემთხვევების პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი – გაბუნია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]