weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 24 პაციენტი

11:22 ოთხშაბათი, 05 მაისი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 27 648 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსის 2171 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გუშინ, 4 მაისს, 9790 ტესტის საფუძველზე, 788 შემთხვევა იყო გამოვლენილი.

4 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.85%-ს შეადგენდა, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 5.33%-ს, ხოლო ბოლო ერთი კვირის 6.27%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2171 ახალი შემთხვევიდან 1359 თბილისშია, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი 202

აჭარა 135

სამეგრელო-ზემო სვანეთი 118

ქვემო ქართლი 83

შიდა ქართლი 82

მცხეთა-მთიანეთი 70

კახეთი 54

გურია 48

სამცხე-ჯავახეთი 13

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 7

გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 1074 პაციენტი, 24 კი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე ინფიცირების 15 148 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 10 115 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4289 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 839 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 166;
  • 744 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ვირუსით ინფიცირების 315 913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 296 532 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 4207 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]