weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2021

კვების ობიექტებს მუშაობა 22:00 საათამდე შეეძლებათ – ახალი რეგულაცია

14:28 სამშაბათი, 24 აგვისტო 2021 hits 240

25 აგვისტოდან კვების ობიექტების მუშაობა 22:00 საათამდე იქნება დასაშვები, ნაცვლად 23:00 საათისა. ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო.

„პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების დადგენილი რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება ფესტივალების, გასართობი ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების აკრძალვა და სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში. 

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, რესტორანი არის ის ადგილი, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება: „ამდენად, იქ ყოფნის პერიოდის შემცირება და მეტი კონტროლი ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ყველა თავყრილობის მიმართ დაწესებული რეგულაციების აღსრულება“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 4777 ადამიანი, 60 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 57 840 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7410 ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული.

ბოლო კვირის მონაცემებით, 100 ათას სულ მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. გამოცემა The New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის მიხედვით, საქართველოში დღეში ინფიცირების საშუალოდ 4692 ახალი შემთხვევა ვლინდება, რაც 100 ათას მოსახლეზე 126 ახალი შემთხვევაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]