ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 12.53%-ია, ბოლო 14 დღის – 10.93%, ხოლო ბოლო 7 დღის – 10.72%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5924 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურებულია 2302 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 803
აჭარა – 629
კახეთი – 537
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 412
შიდა ქართლი – 381
მცხეთა-მთიანეთი – 165
ქვემო ქართლი – 376
გურია – 157
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85
სამცხე-ჯავახეთი – 77
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი 523 022 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 458 265 გამოჯანმრთელდა, 6891 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 57 840 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 47 110 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 7410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 153, აჭარაში - 1036, იმერეთში - 1112. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1568 პირი, მათ შორის, თბილისში - 631, აჭარაში - 166, იმერეთში - 344. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში - 221, აჭარაში - 43, იმერეთი - 24.
- 3320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
გუშინ, 23 აგვისტოს, საქართველოში კორონავირუსის 2354 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 60 ადამიანი კი გარდაიცვალა.