weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთის 24 სოფელში 4000 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა

12:31 პარასკევი, 27 აგვისტო 2021
26 აგვისტოს დასეტყვილი ვაზი, ყვარელი 26 აგვისტოს დასეტყვილი ვაზი, ყვარელი

26 აგვისტოს, საღამოს, ყვარლის, თელავის და გურჯაანის სოფლებში 4000 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა. რამდენიმე სოფელში სეტყვამ ყურძენი 100 %-ით გაანადგურა, დააზიანა ვაზიც. ყველაზე მეტად ყვარლის სოფლებია დასეტყვილი, მათ შორის, მიკროზონები.

გურჯაანში დაისეტყვა სოფლები ვაჩნაძიანი, შაშიანი, ვაზისუბანი, ველისციხე, ახაშენი, ძირკოკი, სულ 1070 ჰექტარი ვენახი. წინასწარი მონაცემებით, აქედან დაახლოებით 600 ჰექტარზე მეტი საფერავის ჯიშის ვაზია. ვაჩნაძიანში 170 ჰექტარი დაისეტყვა, შაშიანში 250, კალაურში 150, ვაზისუბანში 200, ველისციხეში 170, ახაშენში 100, ძირკოკში 30. ყურძენი საშუალოდ 80 %-ით არის დაზიანებული. გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის თქმით, ღვინის ქარხნები დასეტყვილ ყურძენს ხვალიდან ჩაიბარებენ.

თელავში დაისეტყვა სოფლები აკურა - 400 ჰექტარი, ვანთა - 100, ბუშეტი - 25, ქვემო ხოდაშენი - 80, წინანდალი - 200, კონდოლი - 150, სულ 955 ჰექტარი. წინასწარი მონაცემებით, ყურძენი 40-50 %-ით არის დაზიანებული, თუმცა არის ვენახები, სადაც სეტყვამ მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა.

სეტყვამ ყვარელში 10 სოფელი დააზარალა, ჯამში 2000 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. შაქრიანში  - 150 ჰექტარი, გრემში 100, ენისელში 350, ალმატში - 80, საბუეში - 300, შილდაში 150, ყვარელში - 200, სანავარდოში - 110, კუჭატანში - 45, გავაზში - 400, ბალღოჯიანში 110 ჰექტარი.

წინასწარი მონაცემებით, დაზარალებული მევენახეების უმრავლესობას მოსავალი დაზღვეული არ ჰქონდა.

კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მშენებლობაზე 2015 წელს 14 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სისტემას თავდაცვის სამინისტროს ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი მართავს. უწყებას არ გაუკეთებია განმარტება, რა რეაგირება მოახდინეს გუშინ სეტყვის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის სამინისტროში „რეგინფოს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

 

ამ თემაზე:

სეტყვით დაზარალებული მევენახეები ჰექტარზე 3000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]