weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში დასეტყვილ საფერავს 1 ლარად, თეთრ ყურძენს 50 თეთრად ჩაიბარებენ

14:26 პარასკევი, 27 აგვისტო 2021

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში გუშინ საღამოს მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებულ, დაუმწიფებელ საფერავს 1 ლარად ჩაიბარებს, რქაწითელსა და კახურ მწვანეს კი 50 თეთრად. გურჯაანში „უნივერსალ სპირიტსი“, თელავში აკურის ღვინის ქარხანა და ყვარელში „გრანელი“ დაზიანებულ ყურძენს დღეიდან მიიღებენ.

ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების 20-ზე მეტ სოფელში 4600 ჰექტარი ვენახი დააზიანა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა წელსაც განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქარხნები რქაწითელს 90 თეთრად ჩაიბარებენ.

მთავრობამ შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ 2020 წლის 4 აგვისტოს დააფუძნა და მისი 100 % წილის მფლობელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოა.

 

ამ თემაზე:

სეტყვით დაზარალებული მევენახეები ჰექტარზე 3000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]