weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

შემოვა ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრის მექანიზმი – ფინანსთა მინისტრი

18:10 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ონლაინ კაზინოების ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით ხედვას უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წარმოადგენენ. ხუციშვილის თქმით, რეგულაციების მიზანი ონლაინ თამაშების მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად შემცირება იქნება.

„პირველი ეტაპი, რომლის თაობაზეც დავალება მიიღო სამინისტრომ, გულისხმობს დასაბეგრი საგადასახადო ბაზის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ისე სტრუქტურულ ჭრილში. წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რომელიც გაჟღერებულ პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში იქნება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ერთიანი ასაკობრივი ზღვარის შემოღება და რეკლამის აკრძალვაც.

„აღნიშნული სექტორი, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში მკაცრი რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, გვაძლევს საშუალებას, რომ რეგულირების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. რეკლამასთან დაკავშირებით ინიციატივა მის პრაქტიკულად აკრძალვას გულისხმობს. რეკლამის ერთი ნაწილია დარჩენილი, რომელიც ეხებოდა მხოლოდ სპონსორობას და ამ ნაწილთან დაკავშირებითაც მიმდინარე კვირას გაგრძელდება მუშაობა.

რაც შეეხება გადასახადებს, შეთავაზებული იქნება აბსოლუტურად სხვა მოდელი საგადასახადო დაბეგვრის ყველა მიმართულებით – როგორც მოგების, ასევე, ფსონების კუთხით. შემოვა დაბეგვრის ახალი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს ფსონებს შორის განსხვავების დაბეგვრას.

მნიშნველოვანია, რომ დაბეგვრის აღნიშნულ მოდელზე საგადასახადო ტვირთი იქნება საკმაოდ მაღალი და იმ ფორმით, რომ შეამცირებს მიმზიდველობას ამ სექტორში ჩართული მოთამაშეებისთვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილის თქმით, ახალი რეგულაციები სექტორში ჩართული მოთამაშეების რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.

„მეორე მხრივ, გაზრდილი საგადასახადო ტვირთი უზრუნველყოს იმას, რომ მეტ-ნაკლებად დააბალანსოს ის დანაკლისი, რაც იქნება წარმოდგენილი. მას შემდეგ, რაც ეტაპების მიხედვით მოხდება დაბეგვრის შესაბამისი მექანიზმების უფრო მეტად ჩამოყალიბება, დანაკლისი არ იქნება ერთ რომელიმე წელზე, ეს იქნება გათვალისწინებული პერიოდზე, რომელიც დაბალანსდება წლების განმავლობაში. ამ შემთხევაში, საუბარი არ არის, წელს ან მომდევნო წლიდან სრულად იკრძალება ყველაფერი. ამ შემთხევაში, საუბარია იმაზე, რომ ერთი მხრივ, სექტორი მნიშვნელოვნად იზღუდება და მეორე მხრივ იზრდება საგადასახადო ტვირთი, რაც პარალელურად გულისხმობს იმას, რომ სექტორის შემცირების ფონზე, იმ ოდენობით დანაკლისს არ მიიღებს ბიუჯეტი, რა რაოდენობითაც იქნება მსგავსი ტიპის შემცირება“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

პირველ ეტაპზე ონლაინ კაზინოების შეზღუდვის, შემდეგ კი აკრძალვის ინიციატივა დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაა გააჟღერა. მისი თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება, თამაშებში ჩართული მოქალაქეების 99%-ს კი ეკონომიკურად უჭირს. როგორც ღარიბაშვილმა თქვა, 25 წლამდე პირებს თამაშებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]