weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ონლაინ კაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გავუზარდოთ, შემდეგ საერთოდ ავკრძალოთ – პრემიერი

11:37 ორშაბათი, 22 ნოემბერი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადების გაზრდას, მათი რეკლამისა და 25 წლამდე პირებისთვის თამაშებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს. ღარიბაშვილის თქმით, მეორე ეტაპზე ონლაინ კაზინოები საერთოდ უნდა აიკრძალოს. 

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სათამაშო ბიზნესის და ონლაინ კაზინოების საკითხი თითოეულ მოქალაქეს აწუხებს. მისივე თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება.

„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველ დღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე და ფინანსთა მინისტრს უკვე აქვს ხედვა, წარმოვადგენთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის - მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კომპანიებია და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში, მილიარდ 500 მილიონი და აქედან დიდი ნაწილი, 99% არიან გაჭირვებული მოქალაქეები, რომლებიც არ მუშაობენ.

ამიტომ, პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი. მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები. ეს ხედვმა მაქვს და მზად ვარ, ამის თაობაზე ღიად ვისაუბრო. მე მაქვს იმედი, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერაც იქნება ამ მიმართულებით, პარლამენტთან ვიმუშავებთ აქტიურად და ოპტიმალურ, გონივრულ გადაწყვეტილებას მივიღებთ ერთობლივად“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ონლაინ კაზინოებს უკავშირდება ნარკომანია და „ახალგაზრდების ჩართულება ამ დამღუპველ მოძრაობაში“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]