weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთხოვენ საკუთარ ხალხს დავუწესო სანქციები, ვის მოაკლდება ეს შემოსავლები? – ღარიბაშვილი

13:59 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022

საქართველოს პრემირ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება იგივეა, რაც საქარველოს მოსახლეობის სანქცირება. მთავრობის ხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილი შეეცადა აეხსნა, რამდენად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკა რუსეთზე.  

პრემიერის თქმით, რუსეთის ბაზრის გახსნა „ქართული ოცნების“ მიერ წარმოებული „გონივრული, ეროვნული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს დაიწყო“. 

„2013-2021 წლებში საქართველოდან რუსეთში ჯამში ექსპორტირებულია 2 მილიარდი დოლარის აგრო-სასურსათო პროდუქცია. სხვა პროდუქციის ექსპორტის ჯამური ღირებულება შეადგენს 3 მილარდ დოლარს – ეს არის 2.2 მილიონი ტონა პროდუქციის ექსპორტი. ჯამურად, ღვინის ექსპორტის ღირებულებამ შეადგინა 865 მილიონი დოლარი. 

ეს ყველაფერი დაკეტილი იყო და გახსოვთ, როგორ ექცეოდნენ ჩვენს ფერმერებს, მევენახეებს. ქართველ კაცს ვენახის გაჩეხვას აიძულებდნენ. 

ტურიზმიდან, ბოლო 5 წელიწადში, ჩვენმა ქვეყანამ 3 მილიარდი დოლარი მიიღო შემოსავლის სახით და 5 მილიონზე მეტი რუსი ვიზიტორი შემოვიდა.  

ნუ დაგვავიწყდება, რომ მილიონი ქართველი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ყოველწლიურად გადმორიცხვები საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 5 მილიონს. ანუ ჯამურად, ბოლო წლებში, დაახლოებით მილიარდი გადმორიცხეს ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ოჯახების დასახმარებლად და აქ ინვესტიციების განსახორციელებლად. 

ეს ყველაფერი ჯამურად რომ მოვთვალოთ, გამოდის 10-12 მილიარდზე მეტი, ბოლო 8 წელიწადიში. ამ ყველაფერში ჩართულია მთელი მოსახლეობა – ათასობით მეღვინე, ექსპორტიორი, ფერმერი.

ამიტომ, მეგობრებო, კითხვას ვსვამ: როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე, ანუ რას მთხოვენ? საკუთარ ხალხს დავუწესოთ სანქციები. ვის მოაკლდება ეს ყველაფერი, ეს შემოსავლები? მოაკლდება ჩვენს ხალხს, ჩვენს ეკონომიკას და დაიჩაგრება ჩვენი ერთი მილიონი თანამოქალაქე, რომელიც ფულის გადმორიცხვას ვეღარ შეძლებს, მაგალითად, თუ ფინანსურ ოპერაციებს გავურთულებთ. 

ამიტომ, ეს ზედმეტი ემოციები არაფრის მომცემია. პირიქით, ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული და ხალხის ინტერესებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგტადოების, მათ შორის, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არაეფექტურია, რადგან „უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს არავინაა“. 

 

ამ თემაზე:

უკრაინისადმი მაქსიმალურ მხარდაჭერას გამოვხატავთ, სანქციები ეფექტური არაა – პრემიერი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]