ნათბილაძე დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა, რომლის დასრულების შემდეგ თქვა, რომ აპრილიდან უზრუნველყოფილი იქნება შაქრის შეუფერხებელი მიწოდება. მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს და ქვეყანაში საკმარისი მარაგებია.
2021 წლის ბოლოდან „აგარის შაქარი“ დროებით კონსერვაციის რეჟიმზე იყო გადასული და მუშაობის განხლებას გაზაფხულზე აპირებდა.
შაქარი ერთ-ერთი პირველადი მოხმარების პროდუქტია, რომელზეც მაღაზიებში დეფიციტი შეიქმნა, რაც, დისტრიბუტორების განცხადებით, ე.წ. პანიკური და ჭარბი შესყიდვებით არის გამოწვეული. მომხმარებელთა ნაწილი შიშობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებისა და უკრაინის მიერ შაქრის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, პროდუქტის შეძენას ვეღარ შეძლებს.
„რეგინფო“ წერდა, რომ საქართველო შაქარს ძირითადად, ბრაზილიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან ყიდულობს. უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მე-8, ხოლო რუსეთი მე-12 ადგილზეა.