weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მიწის დასამუშავებლად ფერმერები 300 ლარს მიიღებენ

12:04 ორშაბათი, 18 აპრილი 2022

მთავრობა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ფერმერები მიწის დასამუშავებლად სუბსიდიას მიიღებენ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა „სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა“.

„სასოფლიო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება ერთ ჰექტარზე 300 ლარით, ანუ სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰექტრიდან 1.25 ჰექტრამდე მიწის მესაკუთრეები, თანამესაკუთრეები. ბენეფიციარს ეს სუბსიდია/ დახმარება დაერიცხება სპეციალურ აგრო-ბარათზე ქულების სახით. მისი გამოყენება შეეძლებათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საქონლის შესასყიდლად.

ეს შეეხება დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს. ვფიქრობთ, რომ ეს დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარია.

„ჩვენ არა მხოლოდ მცირემიწიან, არამედ მსხვილ ფერმერებსაც ვეხმარებით. ჩვენ მათ ვუფინანსებთ საბრუნავი სახსრებისთვის აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს 9%-ის ოდენობით. ასევე, ერთწლიანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, მხოლოდ 20 მილიონი ლარის სესხებია გაცემული. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების დახმარებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ამ თემაზე:

რის შეძენას შეძლებენ მცირემიწიანი ფერმერები სახელმწიფოს დახმარებით – მინისტრის განმარტება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]