weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

რის შეძენას შეძლებენ მცირემიწიანი ფერმერები სახელმწიფოს დახმარებით

15:27 ორშაბათი, 18 აპრილი 2022
ოთარ შამუგია ოთარ შამუგია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებით ფერმერები საწვავს ვერ იყიდიან. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, მათ ისეთი საქონლის შეძენა შეეძლებათ, როგორებიცაა სასუქები, პესტიციდები და აგრო-ქიმიკატები და სათესლე მასალა.

დახმარების მოცულობა 1 ჰექტარზე 300 ლარით განისაზღვრა.

„მცირემიწიან ფერმერებს შედარებით ნაკლებად აქვთ წვდომა შეღავათიან ფინანსურ რესურსებზე, აქედან გამომდინარე, იმ პირობებში, როცა გაზრდილია ფასები სასუქებზე, პესტიციდებზე და სხვა საქონელზე, მათ სჭირდებათ მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პროგრამის დამტკიცების შესახებ.

პროგრამის ფარგლებში, პრემიერის გადაწყვეტილებით, ფერმერები მიიღებენ 300 ლარიან დახმარებას 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. დახმარებას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები, რომელთაც მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აქვთ რეგისტრირებული.

მათ სპეციალურ ბარათებზე, აგრო-ბარათებზე დაერიცხებათ 300 ლარის ექვივალენტი ქულები და შესაბამის მაღაზიებში, სადაც იყიდება პესტიციდები, აგრო-ქიმიკატები, სასუქები, სათესლე მასალა და ა.შ., არჩევანის შესაბამისად, შეეძლებათ ამ საქონლის შეძენა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ფერმერებს სხვადასხვა ტიპის ხარჯები აქვს, მათ შორის საწვავის კუთხით, თუმცა სახელმწიფო ყველა ხარჯის დაფინანსებაში ვერ შევა.

დღეს, 18 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დაახლოებით 300 ათასამდე ფერმერს შეეხება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერების აგრო-ბარათებით უზრუნველყოფას „ლიბერთი ბანკი“ მოახდენს. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია ფერმერთა რეესტრში დარეგისტრირდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]