weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავაა წარდგენილი

12:26 სამშაბათი, 24 მაისი 2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი ნათია თურნავა შესაძლოა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე აირჩიონ. მისი კანდიდატურა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტმა 23 მაისს წარუდგინა.

პარლამენტი ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოს – საბჭოს წევრებს 7 წლის ვადით ირჩევს. ამისთვის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის, ანუ 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ნათია თურნავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2019 წლის აპრილიდან 2022 წლის თებერვლამდე მუშაობდა. მანამდე ის ამავე უწყებაში მინისტრის მოადგილე, ხოლო უფრო ადრე – 2013-2018 წლებში სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

მინისტრის თანამდებობის დატოვებისას ნათია თურნავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის ერთგულ წევრად რჩებოდა და „სხვა ასპარეზზე ძალების მოსინჯვის“ სურვილი ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]