weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ფხაკაძის თქმით, იაფი საწვავის შემოტანაზე მოლაპარაკებებს რუსეთთანაც აწარმოებენ

19:03 პარასკევი, 08 ივლისი 2022

„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ იაფი საწვავის შემოტანაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, რუსეთთან აწარმოებენ. ბიზნესმენის თქმით, საწვავს იქიდან შემოიტანენ, სადაც ყველაზე იაფი იქნება.

„ჩვენ დღემდე ვცდილობთ და გვინდა, რომ ვიპოვოთ საწვავის ისეთი წყარო, რომელიც უფრო იაფი იქნება, ვიდრე ის ევროპული საწვავი, რომელიც დღემდე შემოგვაქვს. ვმუშაობთ დაახლოებით შვიდ-რვა ქვეყანასთან და სადაც ვნახავთ ყველაზე იაფ საწვავს, იქიდან შემოვიტანთ. ეს არის აქსიომატური ჭეშმარიტება ბიზნესის.

არა მარტო რუსეთთან... ჩვენ ვართ ბიზნესმენები და ნებისმიერ ქვეყანასთან ვაწარმობთ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ფხაკაძემ ჟურნალისტებთან.

„ვისოლის“ პრეზიდენტის თქმით, ადგილობრივი კომპანიები საწვავის საერთაშორისო ფასებს მიჰყვებიან.

„თუ გაიაფდება საწვავი, ეს აისახება ავტოგასამართ სადგურებზე. სამწუხაროდ, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის ფასი და ამან ძალიან ნეგატიური გავლენა იქონია როგორც ჩვენზე, კომპანიებზე, ისე მოსახლეობაზე“, – ამბობს ფხაკაძე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაისში აცხადებდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე არ აისახა. ღარიბაშვილმა კონკურენციის საბჭოს საწვავის ფასები შესწავლა და შუალედური დასკვნა წარდგენა დაავალა. კონკურენციის სააგენტომ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში, რომელიც იანვარ-აპრილს მოიცავს, ნათქვამია, რომ საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი რუმინეთიდან - 31.2% ხორციელდებოდა, რომელსაც ბულგარეთი - 24.1% და რუსეთი - 17.8% და აზერბაიჯანი - 14.7% მოყვებოდნენ. ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციიდან იმპორტირებული საწვავის თვითღირებულება საშუალოდ 30-60 თეთრით დაბალი იყო ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებულ საწვავთან შედარებით (მარტი-აპრილი), თუმცა საცალო ბაზარზე, მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი იყო ევროპული საწვავის იდენტურ ფასად. კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, სამი ყველაზე იმპორტიორის წილი საერთო იმპორტში 69%-ს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]