weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

იმპორტიორებმა იაფიანი საწვავი შემოიტანეს, თუმცა ეს ფასებზე არ ასახულა – ღარიბაშვილი

12:01 ორშაბათი, 02 მაისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვლის განცხადებით, კონკურენციის სააგენტო სწავლობს, რატომ არ გაიაფდა საწვავი საქართველოში, მაშინ, როდესაც იმპორტიორებმა „შედარებით იაფიანი“ საწვავის შემოტანა დაიწყეს.

ამ საკითხზე ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„წინა პარასკევს დავავალე ეკონომიკურ გუნდს და შემდეგ შეხვედრა გვქონდა კონკურენციის სააგენტოსთან – ჩვენ ვიმსჯელეთ საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი: ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ასახულა ფასებზე.

ამიტომ ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ. არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, რომ ხომ არ არის, მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ შესაბამის დასკვნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კონკურენციის სააგენტომ მთავრობას შუალედური ანგარიში 15 მაისამდე უნდა წარუდგინოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]