weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ავიაციის მეშვეობით აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 1000 ჰექტარი დამუშავდა

18:32 კვირა, 17 სექტემბერი 2017

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელოს რეგიონში, აბაშის და ხობის რაიონებში ავიაციის გამოყენებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 1000 ჰექტარია დამუშავებული. საავიაციო წამლობა გურიაშიც იწყება. ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონებში 5 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობების და დიდი მასივების შეწამვლაა დაგეგმილი.

„ავიაციის პარალელურად თერმული ნისლის ტექნოლოგიით, სამანქანე და სატრაქტორე აგრეგატებით მავნებლის საწინააღმდეგოდ იწამლება ის ფართობები, სადაც ავიაციის გამოყენება შეუძლებელია. სპეციალური ტექნიკით ღონისძიებები მიმდინარეობს აბაშის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, მარტვილის, სენაკის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში. დღევანდელი მდგომარეობით, მავნებლის საწინააღმდეგოდ 90 ათას ჰექტარზე მეტი ფართობია დამუშავებული“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ავიაციის გამოყენებით 13 სექტემბრიდან მიმდინარეობს. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს, მოერიდოს იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიურად დამუშავება განხორციელდება.

12 სექტემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წევრებმა და „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ედიშერ თოლორაიამ აზიური ფაროსანას მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის საკითხი დააყენეს. „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლებას ზარალიც კი არ აქვს დათვლილი. პარტიის წევრთა მონაცემებით, სამეგრელოში თხილის მოსავლის შემთხვევაში ზარალმა, სავარაუდოდ, 45 მილიონი ლარი შეადგინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]