weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ჩემ მიმართ „ბადაგონის“ ბრალდებები აბსურდულია –  დიმიტრი ქუმსიშვილი

12:54 ორშაბათი, 12 თებერვალი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბსურდული და არასერიოზულია კომპანია „ბადაგონის“ წარმომადგენლების ბრალდება იმის შესახებ, რომ კომპანიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა მის მიერ იყო დაგეგმილი.

„ამ ფრაზების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ფინანსთა მინისტრი ვიყავი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შემოვიდა განცხადება. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც შეეხება, დისკრედიტაციის მცდელობასა და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენის მიმართულებით ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ღვინის კომპანია „ბადაგონში“ 7 თებერვალს შევიდა. გამოძიების დაწყების საფუძველი „ბადაგონის“ ყოფილი მეწილის „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ და მისი მფლობელის ვლადიმერ ჯანჯღავას განცხადება გახდა. ჯანჯღავა ამბობს, რომ „ბადაგონის“ დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ მისი 60%-იანი წილი უკანონოდ მიითვისა. თავის მხრივ სალაყაია ირწმუნება, რომ ჯანჯღავას უკან პარლამენტის ყოფილი წევრი დავით ბეჟუაშვილი დგას, რომელიც კომპანიის „ხელში ჩაგდებით“ არის დაინტერესებულიდა ჯანჯღავას ამ მიზნით მიმართა.

8 თებერვალს „ბადაგონის“ ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ მათი ინფორმაციით, კომპანიაში ფინანსური პოლიციის შესვლა და გამოძიების დაწყება ფინანსთა ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს უკავშირდება.

„ეს შემოვარდნა იყო დავით ბეჟუაშვილის და დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ ქუმსიშვილის მხრიდან კარგად დაგეგმილი, ძალიან ბინძური პროვოკაცია“, – აღნიშნა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, ეჭვის საფუძველს, რომ მიმდინარე პროცესებით გარკვეული მაღალი თანამდებობის პირები არიან დაინტერესებული, ისიც იძლევა, რომ წილებზე დავა სამოქალაქო სამართლის საკითხია და ამ საქმის განხილვა ფინანსური პოლიციის შესვლის გარეშე, სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეიძლებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]