weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

სავარაუდოდ დავით ბეჟუაშვილს ისევ სურს ბადაგონის ხელში ჩაგდება – გიორგი სალაყაია

17:43 ოთხშაბათი, 07 თებერვალი 2018

ღვინის კომპანია ბადაგონის დამფუძნებელი გიორგი სალაყაია კომპანიის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას ბიზნესზე ზეწოლას უკავშირებს. მისი განცხადებით, კომპანიით პარლამენტის ყოფილი წევრი, დავით ბეჟუაშვილია დაინტერესებული.

გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ მათზე ზეწოლა 2012 წლის არჩევნებამდეც იყო, როდესაც „ბადაგონში“ საგადასახადო ინსპექცია შევიდა. სალაყაია ამბობს, რომ მაშინ ამ პროცესს დავით ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა და საგადასახადო ინსპექციას ჰქონდა მითითება, მათთვის წილების დატოვება ეიძულებინა. გიორგი სალაყაიას განცხადებით, 2014 წელს „ბადაგონმა“ 60%-იანი წილი კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედისგან“ შეიძინა და საბუთები კანონის სრული დაცვით გაფორმდა. 

„დღეს, როცა კომპანია გახდა ლიდერი, ამას გეუბნებით დადასტურებული ციფრებით - ქართული ღვინის ექსპორტში 250 კომპანიას შორის ვართ უპირობო პირველ ადგილზე, როცა კომპანია გახდა საინტერესო გარკვეული პირებისთვის, მათ დაიწყეს ბრძოლა იმ მეთოდებით, რომელიც იციან და მაგათი ტვინი მეტს ვერ ფლობს. მინდა დავასახელო ადამიანები, ვის ინტერესშიც შედის ეს ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, აღნიშნულ ქმედებას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გარკვეულმა პიროვნებებმა კომპანია ჩაიგდონ ხელში. ეს პიროვნება არის დავით ბეჟუაშვილი, რომელიც დღესაც ე. წ. პარლამენტარად, თუ ბიზნესმენად ითვლება. ეს არის ის პიროვნება, რომელმაც 2016 წლიდან დაიწყო ქმედებები „ბადაგონის“ ხელში ჩასაგდებად. ეს აბსურდი არის იმისთვის, რომ მე თავი დავხარო და მივიდე ბატონ ბეჟუაშვილთან. ეს არ მოხდება“, – აღნიშნა სალაყაიამ. 

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ზაზა ხატიაშვილია. მისი განცხადებით, კომპანიის დასაცავად ყველა სამართლებრივი მეთოდის გამოყენებით იბრძოლებენ. „მსოფლიოში ყველა გაიგებს, რომ საქართველოში ბიზნესგარემო აი, იმ უბედური პოლიციელების, პროკურორების მეშვეობით არის განადგურებული“, - ამბობს ხატიაშვილი. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია „ბადაგონის“ მიერ დიდი ოდენობით წილის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი „ბადაგონის“ ყოფილი მეწილის, კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენლის განცხადება გახდა. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა როგორც თბილისში, კომპანიის ოფისში, ისე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში მდებარე ღვინის ქარხანაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]