weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შვიდმა ქართულმა ღვინომ იაპონიაში „საკურას“ კონკურსში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

16:09 სამშაბათი, 06 მარტი 2018

იაპონიაში, სხვადასხვა დასახელების შვიდმა ქართულმა ღვინომ კონკურს „საკურას“, იგივე იაპონელ ქალთა ღვინის კონკურსის ჯილდოები მოიპოვა. საერთაშორისო კონკურსი „საკურა“ (Sakura - Japan Women’s Wine Awards) მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც წელს მეხუთედ ჩატარდა.

„საკურას“ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით. წელს კონკურსზე 33 ქვეყნის 4000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარდგენილი.

„საკურას“ კონკურსის ჯილდოები დაიმსახურეს შემდეგმა ღვინოებმა: ორმაგი ოქრო – „ქისი 2016“, კორპორაცია „ქინძმარაული“; ოქრო – „მწვანე 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი -„მაყაშვილის ღვინის მარანი“; ოქრო – „მწვანე 2015“, შალაურის ღვინის მარანი; ვერცხლი – „საფერავი როზე 2015“, კორპორაცია ქინძმარაული; ვერცხლი – „საფერავი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანის“ ხაზი -„მაყაშვილის ღვინის მარანი“; ვერცხლი – „რქაწითელი მწვანე 2014“, შალაურის ღვინის მარანი; ვერცხლი – „ქისი 2016“, „მეღვინეობა ვაზიანი“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავს პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვება ხელს შეუწყობს როგორც კონკრეტული კომპანიის, ასევე ზოგადად ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას, პოპულარიზაციას და დამკვიდრებას იაპონიის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარზე.

ღვინის ექსპორტის ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი 213%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტირებულია 44 292 ბოთლი ღვინო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]