weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი რეგიონებზე უნდა გადანაწილდეს – პრემიერი

10:58 პარასკევი, 13 აპრილი 2018

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი გადანაწილდეს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმის“ პრეზენტაციაზე განაცხადა. პროგრამა სოფლად 18-დან 40 წლამდე ახალგაზრდა მეწარმეების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„პროგრამა გათვლილია ადამიანებზე, რომლებსაც აქვთ აქტიური იდეები, განსაკუთრებით, ეს არის რეგიონებზე გათვლილი. ამიტომ არის, სწორედ, ფერმერების ჩართულობა ამ პროგრამაში განსაკუთრებით ხაზგასმული. ახალგაზრდების ჩართულობა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას სჭირდება თამამი იდეები, თამამი გადაწყვეტილებები და სწორედ, თქვენი ასაკია ის ასაკი, როდესაც ეს ყველაზე ადვილია“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა პროგრამის პრეზენტაციაზე მყოფ მეწარმეებს.

მისივე თქმით, „ახალგაზრდა მეწარმე“ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ტალღაა მცირე და დამწყები საწარმოების განვითარებისთვის.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროექტი იმ პროექტებს შორის, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ უდიდესი საჭიროებაა დღეს ქვეყანაში - არსებობს სიმრავლე ჯანსაღი პროექტების, რომლებიც შეიძლება ყოფილიყო ძალიან წარმატებული ახალი პროექტი და სადაც თანამონაწილეობის ნაკლებობის გამო პროექტები პრაქტიკულად ხდება დაწუნება კომერციული საბანკო სექტორის მიერ. ამიტომ ასეთ პროექტებს პრიორიტეტული მიმართულებებით სახელმწიფო წაახალისებს“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარია.

 

ამ თემაზე:

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]