weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

გარდაბანში 230 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგური შენდება

22:06 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტო Ⓒ Facebook / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ფოტო Ⓒ Facebook / ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გარდაბანში 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის „გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშნებლობა დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თბოსადგურს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჩინური საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაცია China Tianchen Engineering Corporation (TCC) აშენებს. ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება.

„ჩვენ ყველა ვხედავთ, თუ როგორ აქტიურად ვითარდება ენერგოსექტორში გენერაციის მიმართულება. დაახლოებით, სულ რაღაც ერთი წლის წინ ექსპლუატაციაში შევიდა პირველი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც „საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ“ „საპარტნიორო ფონდთან“ ერთად დააფინანსა და „საპარტნიორო ფონდმა“ ეს პროექტი წარმატებით დაასრულა. დღეს უკვე მიმდინარეობს მეორე ასეთი ტიპის ობიექტის მშენებლობა, რომელიც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი განცხადებით, 230 მგვტ დადგმული სიმძლავრის, თანამედროვე ტიპის, „ჯენერალ ელექტრიკის“ (GE-General Electric) გაზისა და ორთქლის ტურბინებით და გენერატორებით აღჭურვილი ახალი თბოელექტროსადგური ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისთვის.

„პროექტის მიზანია ქვეყნისთვის საჭირო დამატებით მნიშვნელოვანი სიმძლავრის ელექტროენერგიის წყაროს შექმნა. თბოელექტროსადგური ასევე მნიშვნელოვანია იმ საჭიროებებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად, საბაზისო ელექტროენერგია სწორედ ის ენერგიაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას სტაბილურობისთვის სჭირდება“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღესვე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ჩინურ სახელმწიფო ჰოლდინგს, China National Chemical Engineering Company-ს (CNCEC) შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესახებ შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

მსგავსი თემა:

გარდაბანში 300 მეგავატი სიმძლავრის ქვანახშირის თბოელექტროსადგური აშენდება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]