weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კურორტი „ახტალა“ არაბულმა კომპანიამ იყიდა

14:38 პარასკევი, 15 ივნისი 2018

გურჯაანში მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი ახტალა  არაბთა საემიროებში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილმა საწარმომ - შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ 3 760 000 ლარად იყიდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება ელექტრონულ აუქციონზე 16 მაისს გაიტანა. კურორტის საწყისი გასაყიდი ფასი 3 755 000 ლარი იყო. აუქციონი 14 ივნისს დასრულდა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში კურორტ „ახტალას“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე უნდა ააშენოს და აამუშაოს არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსი, რისთვისაც არანაკლებ 12 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

სასტუმრო კომპლექსი უნდა მოიცავდეს საცურაო აუზს, რესტორანს, სარეაბილიტაციო/გამაჯანსაღებელ ცენტრს და არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. სასტუმრო კომპლექსის ფუნქციონირების დაწყებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, ამავე კომპლექსში სულ მცირე 50 ადამიანი უნდა დასაქმდეს.

აუქციონის პირობაა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 2045 წლის 28 ივნისამდე შენარჩუნდეს კურორტის საკუთრებაში არსებული პელოიდოთერაპიის (სამკურნალო ტალახით მკურნალობა) მიმართულება.

კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. მისი 100 % წილის მესაკუთრეა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია „Global Victory Investments Limited“, ხოლო დირექტორია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ირაკლი ხუჭუა.

აღნიშნულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ იყიდა თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის №12-ში (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა) მდებარე შენობის ნაწილი - ღვინის სარდაფი და პირველი სართულის ფართი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]