weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არაბულმა კომპანიამ თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყიდა

14:39 ოთხშაბათი, 14 მარტი 2018

თბილისში, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის 12-ში (ყოფილი ელბაქიძის ქუჩა) მდებარე შენობის ნაწილი - ღვინის სარდაფი და პირველი სართულის ფართი, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, არაბთა საემიროებში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილმა საწარმომ - შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯიამ“ იყიდა.

აუქციონი აღნიშნული შენობის ნაწილის - 403.58 კვ. სარდაფისა და პირველი სართულის 119.67 კვ.მ ფართობის პრივატიზების მიზნით სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 27 თებერვალს გამოაცხადა. ქონების საწყისი ღირებულება 200 000 ლარით იყო განსაზღვრული.

აუქციონში 3 პრეტენდენტი მონაწილეობდა, გამარჯვებულად კი შპს „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ გამოცხადდა, რომლის შეთავაზებული ფასი 1 648 000 ლარია. გამარჯვებულმა კომპანიამ ეს თანხა ხელშეკრულების დადებიდან 30 დღეში უნდა გადაიხადოს, საინვესტიციო ან სხვა დამატებითი ვალდებულება კი მას არ ეკისრება.

კომპანია „გლობალ ვიქთორი ჯეორჯია“ 2017 წლის 15 მარტს არის რეგისტრირებული. მისი 100 % წილის მესაკუთრეა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული კომპანია „Global Victory Investments Limited“, ხოლო დირექტორი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ირაკლი ხუჭუა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]