weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთის ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება დროში გადაიწევს – მაია ცქიტიშვილი

12:03 სამშაბათი, 19 ივნისი 2018

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება სავარაუდოდ დროში გადაიწევს. ცქიტიშვილის განმარტებით, საუბარია პროექტების ერთი-ორი და არა 10 წლით გადავადებაზე.

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მაია ცქიტიშვილს ჰკითხა, რეალურად აშენდება თუ არა რიკოთზე 800-კილომეტრიანი ავტობანი, ხიდები და გვირაბები.

„აშენდება, ბატონო რომან. რიკოთი შედგება 4 ლოტისგან. მათგან ერთზე უკვე გამოცხადდა ტენდერი სამშენებლოდ. რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მონაკვეთის მშენებლობას, გეგმა იყო, რომ 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. უბრალოდ, ახლა ვამბობთ, რომ რიკოთის მთლიანი მონაკვეთის დასრულება 2022 წელს გადავა. დანარჩენი მონაკვეთები ასევე არის გამზადებული ტენდერისთვის და წელსვე იქნება გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები“, - განაცხადა ციქტიშვილმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთის მშენებლობა 2021 წელს დასრულდებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]