weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გიორგი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს

13:32 შაბათი, 07 ოქტომბერი 2017

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ძალიან ბევრი მნიშნელოვანი საქმე აქვს გასაკეთებელი.

„მინდა, ყველა თქვენგანი დავპატიჟო 2021 წელს, როდესაც ჩვენ დავასრულებთ რიკოთის უღელტეხილის ავტობანის ბოლო მონაკვეთს. მანამდე, ჩვენ უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, რომელიც  მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კენჭისყრას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაპირებები, რომლებიც გავეცით, აღსასრულებელია და ჩვენი გუნდი ძალიან ბევრს მუშაობს ამ მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]