weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში სატვირთო მანქანების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს

12:19 სამშაბათი, 02 ოქტომბერი 2018
ფოტო: თამაზ ბაკურიძე ფოტო: თამაზ ბაკურიძე

ბათუმში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი მიხეილ ხმალაძე მათ დაპირდა, რომ თურქეთში ტრანზიტული გადაზიდვებისთვის საჭირო ნებართვების გაცემა ორ დღეში დაიწყება.

„1500 ნებართვის გაცემა ხუთშაბათიდან დაიწყება. ამ შეთანხმებაში წერია ესეთი პუნქტი, რომ თუ 2018 წლის განმავლობაში, ქართულ მხარეს დამატებითი ნებართვები დასჭირდება, თურქეთი ამას დააკმაყოფილებს. ასე, რომ წელს ნებართვებზე პრობლემა არ იქნება. 2019 წლის შესახებ კი მოლაპარაკებები იანვარში გაიმართება“, – განაცხადა მიხეილ ხმალაძემ.

ნებართვების გაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ბათუმში, შემდეგ კი ხელვაჩაურში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მძღოლების თქმით, ორ თვეზე მეტია თურქული მხარე ტრანზიტისთვის საჭირო ნებართვას არ გასცემს, რის გამოც უმუშევრები დარჩნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]