weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პანკისში ტყის მცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი მოკლეს

11:29 ორშაბათი, 15 ოქტომბერი 2018

პანკისის ხეობაში, ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებმა, გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს. ბრაკონიერობის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ოთხი ბრაკონიერიდან სამი ტყის მცველია, მეოთხე კი ერთ-ერთის შვილია. ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გაქცევა მოახერხა.

ბრაკონიერობაში მხილებულმა ტყის მცველებმა სააგენტორეგინფოსთანსაუბარში განმარტეს, რომ არჩვი ერთ-ერთის შვილმა მოკლა, რის შესახებაც როცა გაიგეს, რეაგირებას აპირებდნენ.

ოფიციალური ცნობით, ბრაკონიერებს აღმოაჩნდათ რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ჩეზეს მარკის 3 ცალი შაშხანა, სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნებით და ასევე მოკლული და დანაწევრებული 1 ერთეული მამალი არჩვი.

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით , ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის საჩუქრად გადასაცემად.

პანკისის სათემო რადიო დამატებითი დეტალების დაზუსტებას ცდილობს და ინფორმაციას მალე გაავრცელებს.

გარემოსდაცვითი ზედახმედველობის სამსახურის განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რეაგირებისთვის პოლიციას გადაეცემა.

ბრაკონიერობაში მხილებული ტყის მცველებისთვის ეროვნულ სატყეო სააგენტოს სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯერ არ შეუჩერებია.

არჩვის ისტორიული არეალი მოიცავდა დიდ კავკასიონს, აგრეთვე ლიხის, მესხეთისა და აჭარის მთებს. დღეისათვის გარდა დიდი კავკასიონისა, მცირე რაოდენობით შემორჩენილია ბორჯომსა და აჭარაში. ინტენსიური ნადირობის შედეგად არჩვის პოპულაციის რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა. საქართველოს წითელ ნუსხაში (წითელი წიგნი) შეყვანილია EN / საფრთხეში მყოფის სტატუსით. არჩვის მოკვლის შემთხვევაში, გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა 30 000 ლარს შეადგენს.

ეს ტყის მცველების, რეინჯერებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ბრაკონიერობის პირველი შემთხვევა არ არის.  

ამ თემაზე:

ტყის მცველებმა არჩვი სატყეო სამსახურის უფროსისთვის ჩუქების მიზნით მოკლეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]