weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

სერ დევიდ ატენბორო კაცობრიობას ცივილიზაციის კოლაფსის შესახებ აფრთხილებს

15:21 ხუთშაბათი, 06 დეკემბერი 2018

ადამიანთა ცივილიზაციის ბედი თანამედროვე ლიდერების ხელთაა - ასე აფრთხილებს პლანეტის მოსახლეობას ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი და ნატურალისტი სერ დევიდ ატენბორო.

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაეროს კლიმატის ცვლილების 24-ე კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას სერ დევიდ ატენბორომ, რომელიც კონფერენციას ესწრებოდა ე.წ. ხალხის სკამის სტატუსით ანუ მილიარდობით ადამიანის ხმით, დელეგატებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სთხოვა, უსმინონ მათ, ვისაც ისინი წარმოადგენენ, იქამდე, ვიდრე მოქმედების დრო კიდევ არის.

„სწორედ ახლა ჩვენ ვიმყოფებით ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური მასშტაბის კატასტროფის პირისპირ. ეს ჩვენ წინაშე მდგარი ათასწლეულების უდიდესი საფრთხეა. თუ არაფერს ვიღონებთ, კარსაა მომდგარი ჩვენი ცივილიზაციის კოლაფსი და ბუნებრივი გარემოს უდიდესი ნაწილის გადაშენება. თქვენ გესმით მსოფლიოს ხალხის ხმა, მათი გზავნილი ნათელია - დრო იწურება. მათ სურთ, რომ ახლავე, დაუყოვნებლივ იმოქმედოთ თქვენ - გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა. მსოფლიოს ლიდერებო, ჩვენი ცივილიზაციისა და ბუნებრივი გარემოს არსებობა ახლა თქვენ ხელთაა“, - აღნიშნა დევიდ ატენბორომ.

92 წლის ლეგენდად ქცეული ტელევარსკვლავი დღემდე BBC-ზე მოღვაწეობს და ჩვენი პლანეტის ფლორისა და ფაუნის შესახებ არაერთი დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული.

 

მსგავსი სტატია:

ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]