weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს

13:37 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017

ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი და ტელეწამყვანი ნილ დეგრას ტაისონი ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეფექტების შეჩერება შესაძლოა ადამიანებმა ვეღარ შეძლონ. ამის შესახებ მეცნიერმა CNN-ის გადაცემა GPS-ში, ქარიშხლების - „ირმასა“ და „ჰარვის“ შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვწუხვარ, მაგრამ შესაძლოა ეს ყველაფერი ვეღარასოდეს გამოვასწოროთ, რადგან ჩვენი ყველა დიდი ქალაქი ოკეანეების სანაპიროებზეა გაშენებული, ასე იყო ისტორიულად, ვაჭრობისა და ტრანსპორტირების გამო. შტორმების დარტყმას თან ახლავს წყლის დონის აწევა, შესაბამისად, პირველ რიგში სწორედ ეს ქალაქები ზარალდება“, - აღნიშნა ტაისონმა.

იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელთა მიხედვითაც, ადამიანის საქმიანობას კლიმატზე უზარმაზარი გავლენა აქვს, ტაისონი ამტკიცებს, რომ ამ საკითხის სამეცნიერო ბაზისების ეჭვქვეშ დაყენება დროის ფლანგვაა. როგორც იგი აცხადებს, ეს პრობლემები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როდესაც ჟურნალისტები ან პოლიტიკოსები რომელიმე ინდივიდუალურ კვლევას წამოსწევენ, რომელთა უმეტესობასაც სპეციფიკური სარჩული აქვს და უგულებელყოფს უფრო დიდ სამეცნიერო კონსენსუსს.

„როდესაც ორი პოლიტიკოსი დებატობს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მეცნიერება მართალი, ნიშნავს, რომ არაფერი კეთდება, საერთოდ არაფერი“, - აღნიშნა ტაისონმა.

ტაისონი ასევე ამტკიცებს, რომ პოლიტიკის გატარება იმ რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით, რომლებიც კლიმატის ცვლილებაში ადამიანთა როლს გამორიცხავენ, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა.

მართალია, ტაისონის აზრით კლიმატის ცვლილებას უკვე შეუქცევადი ხასიათი აქვს და ადამიანებმა მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც უკვე გარანტირებულია გამანადგურებელ მოვლენათა მთელი სერია, მეცნიერები მაინც თანხმდებიან, რომ ბრძოლას ჯერ კიდევ აქვს აზრი. მრავალი სამეცნიერო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, თუ როგორ შეამცირონ ტროპიკულ ქარიშხალთა გავლენა, რათა მათი ეფექტები კაცობრიობაზე რაც შეიძლება ნაკლებად აისახოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი გამომწვევი ძირეული მიზეზების განსაზღვრა შეუძლებელია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]