weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ანტარქტიდა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს ვიდრე 40 წლის წინ

13:47 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019

ახალი სამეცნიერო კვლევის თანახმად, 1979-2017 წლებს შორის ანტარქტიდაზე ყინულის წლიური დანაკარგი ექვსჯერ გაიზარდა. კალიფორნიის უნივერსიტეტის, NASA-სა და ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტის უნივერსიტეტის გლაციოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ ყინულების დნობის დაჩქარების შედეგად, გლობალური ზღვის დონე წელიწადში 1.2 სანტიმეტრით მაღლა იწევს.

კვლევის ავტორის, ერიკ რინოს განცხადებით, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ შეუმჩნეველია და ანტარქტიკის მყინვარული საფარის დნობასთან ერთად, უახლოეს საუკუნეებში მოსალოდნელია ზღვის დონის მომატება რამდენიმე მეტრით. კვლევის ფარგლებში რინომ და მისმა კოლეგებმა მოახდინეს ანტარქტიკაში დარჩენილი ყინულის მასის ამ დრომდე ყველაზე მასშტაბური შეფასება.

მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა 176 აუზის გარშემო არსებული 18 რეგიონი, ისევე როგორც მიმდებარე კუნძულები. მათ გამოიყენეს NASA-ს მიერ პროექტ Operation IceBridge-ის ფარგლებში 350 მეტრის სიმაღლიდან გადაღებული მაღალი რეზოლუციის ფოტოები, რამდენიმე სხვადასხვა კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრული რადარულ-ინტერფომეტრული მონაცემები და პროგრამა Landsat-ის თანამგზავრთა ფოტომასალა 1970-იანი წლებიდან დღემდე. შემდეგად, ჯგუფმა მარტივად დაადგინა, რომ 1979-1990 წლებს შორის ანტარქტიდა წლიურად დაახლოებით 40 გიგატონა ყინულს კარგავდა, 2009-2017 წლებში კი ყინულის მასის დანაკარგმა წელიწადში 252 გიგატონა შეადგინა. დნობის ტემპი განსაკუთრებით აჩქარდა ბოლო 40 წლის განმავლობაში.

ერიკ რინოს განცხადებით, მისი კვლევის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა ის გახლავთ, რომ ბოლო ათწლეულებში ყინულის დანაკარგის ზოგად სურათში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ანტარქტიდამ.

 

მსგავსი სტატიები:

გლობალური დათბობის წყალობით ანტარქტიდამ გამწვანება დაიწყო

არქტიკაში ასობით ტბა უკვალოდ ქრება

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]