weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორი – ჰესის აშენება ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს უქმნის

00:36 სამშაბათი, 27 ივნისი 2017
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გიორგი სულამანიძე

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების დირექტორი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ აშენება ლაგოდეხის ბიომრავალფეროვნებას საფრთხეს შეუქმნის.

„პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში ძალიან სუსტია. არ წერია რა ზიანი მიადგება დაცულ ტერიტორიებს მაშინ, როდესაც როგორც კი ლაგოდეხის ნაკრძალი მთავრდება, იწყება ჰესის სათავე ნაგებობა. ბუფერიც კი არ არსებობს, რაც რამდენიმე კანონს ეწინააღმდეგება. არასწორად არის მითითებული სახეობების ჩამონათვალი. ამ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი წითელი ნუსხით დაცული სახეობა ბინადრობს. ეს ის ადგილია, სადაც საქართველოში ყველაზე დაბლა გვხვდება აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, აქ ცხოვრობს არჩვი, ირემი, ნიამორი. ამ სახით პროექტის განხორციელება ძალიან წამგებიანი იქნება და დანაშაულად მიმაჩნია. მეორე საკითხია, რამდენად საჭიროა ჰესის მშენებლობა ლაგოდეხში. გზშ-ში წერია, რომ გაზრდილია ელექტროენერგიის მოთხოვნილება, მაგრამ დასაბუთებული არ არის ნამდვილად გაიზარდა თუ არა ენერგიაზე მოთხოვნა. განხილული არ არის ტურიზმზე რამდენად დადებითად აისახება ეს მშენებლობა, რადგან ლაგოდეხში ტურიზმი წამყვანი მიმართულებაა“, – ამბობს გიორგი სულამანიძე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების საზღვართან, მდინარე კაბალზე „ბაისუბანი ჰესის“ მშენებლობას კომპანია „ჯეო ფაუერი“ გეგმავს. ჰიდროელექტროსადგურის საერთო დადგმული სიმძლავრე 5.36 მეგავატია, საშუალო წლიური გამომუშავება კი 32.71 გვტ/სთ.

გზშ-ს ანგარიშის წინასწარ ვერსიაში აღნიშნულია, რომ ჰესის მშენებლობის დროს ახალ გზებს გაიყვანენ, რისთვისაც საჭირო იქნება ხეების მოჭრა და ამოძირკვა. გარდა ამისა, კაშხლით შექმნილი წყალსაცავის გამო ტყეების ნაწილი დაიტბორება.

ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის“ პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა 24 ილისს, ლაგოდეხის გამგეობაში, 15:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]