weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

2021 წლიდან ევროკავშირში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭელი აიკრძალება

14:29 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელის მიხედვითაც 2021 წლიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე აიკრძალება პლასტმასის ერთჯერადი ნივთების, მათ შორის, დანა-ჩანგლის, კოქტეილის ჩხირების, საკვების კონტეინერების და ბამბის ჩხირების გაყიდვა.

გამოცემა Time-ის ინფორმაციით, ამ ინიციატივას 560-მა ევროპელმა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, 35 წინააღმდეგ წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

„დღეს ჩვენ გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ოკეანეებისა და ზღვების დაბინძურების შესამცირებლად. ევროპა აწესებს ახალ და ამბიციურ სტანდარტებს, რითიც გზას უკვალავს დანარჩენ მსოფლიოს“, – განაცხადა ევროპის კომისიის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა.

ევროკომისიის მონაცემებით, საზღვაო ნარჩენების 80%-ზე მეტი პლასტმასია, რაც ევროკავშირის ქვეყნებში წლიურად გამომუშავებული 25 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენების თითქმის 30%-ია. პალსტმასის ნაგავი ოკეანეებში, ზღვებში, ასევე სანაპირობეთან გროვდება და ხდება ფრინველებისა და ცხოველების სიკვდილის მიზეზი. მაგალითად, მარტის დასაწყისში ფილიპინების სანაპიროზე გამორიყული მკვდარი ვეშაპის მუცელში 40 კილოგრამი პლასტმასის ნარჩენები იპოვეს. გასულ წელს კი ტაილანდში ვეშაპი მას შემდეგ მოკვდა, რაც 80-ზე მეტი პოლიეთილენის პარკი შეჭამა.

ამ კანონის მიღებით ევროპარლამენტში იმედოვნებენ, რომ 2030 წლისთვის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის ოდენობის გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აიცილებენ თავიდან.


ამ თემაზე:

პლანეტა თუ პლასტმასა: რა საფრთხეს უქმნის პლასტმასის ნაგავი დედამიწას

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]