weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სვანეთში, სოფელ ლატალთან ტყის ხანძარი ლოკალიზებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

13:47 ორშაბათი, 19 ოქტომბერი 2020
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

გვიან ღამით ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დამატებითი ჯგუფები თბილისიდან და იმერეთიდან. სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის კერებთან მუშაობს ცოცხალი ძალა - 125 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა.

„სამუშაოებს სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი ხელმძღვანელობს. მეხანძრე-მაშველების მიერ მთელი ღამის განმავლობაში, აქტიური ქრობის სამუშაოების შედეგად, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში, წიწვოვანი ტყეში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სოფელ იფხთან, დაახლოებით 5 კილომეტრში იყო და დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა. მათივე თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები დაგვიანებით, იმ დროს დაიწყო, როდესაც ცეცხლი უკვე გაძლიერებული იყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ხანძრის დასდახლებულ პუნქტებამდე გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]