weather cur horoscope tv
ნოემბერი 28, 2020

ლატალთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო სიტუაციების სამსახური

11:22 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020 hits 211

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელ ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. მონიტირინგის მიზნით ადგილზე მეხანძრე-მაშველების 30-კაციანი ჯგუფი რჩება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, ბუჩქნარი, ეკალბარდი და ფოთლები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში 125 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული ტყის ხანძრის ქრობისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.

მესტიის მუნიციპალიტეტის ლატალის თემში, წიწვოვანი ტყეში ხანძარი 18 ოქტომბერს გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი სოფელ იფხთან, დაახლოებით 5 კილომეტრში იყო და დასახლებულ პუნქტს უახლოვდებოდა. მათივე თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოები დაგვიანებით, იმ დროს დაიწყო, როდესაც ცეცხლი უკვე გაძლიერებული იყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერი ხანძრის დასდახლებულ პუნქტებამდე გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]